ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესს ბათუმმა უმასპინძლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" ორგანიზებით, ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის" (AOECS) Gluten Free Alliance და აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 7 ივნისს ბათუმში, სასტუმროში Courtyard by Marriott Batumi ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ქალბატონმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა.

,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" მიერ ინიცირებულ, აჭარის რეგიონში მიმდინარე ცელიაკიის პედიატრიული სკრინინგის პროგრამაზე გამართულ მულტიფროფილურ სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს:

მარი ზანაქიძე - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

თეონა ტაბატაძე – პედიატრი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი. პლაზმა კლინიკა ლაბორატორია. პანელის მოდერატორი.

ნინო ხელაძე - პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინილოგი, დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო

ირაკლი რცხილაძე - მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი. სამედიცინო ცენტრი, მრჩეველი- ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი

ბელა წილოსანი -ლაბორატორიული მედიცინის ექიმი-ექსპერტი. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი

ლევან ბრელიძე - ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას ვიცე-პრეზიდენტი

მომხსენებლები და მოწვეული ექსპერტები:

პროფესორი იტალიიდან, ბატონი ფრანჩესკო ვალიტუტი – პედიატრი, პერუჯას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი

ბიძინა კულუმბეგოვი-მედიცინის დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი.

თამარ ბახტაძე- მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი.

ოლიმპია ვინჩენტინი – მკვლევარი, ISS – Istituto Superiore di Sanità (იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი).

სუზანა ნოიჰოლდი – კვების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერი, იტალიის ცელიაკიის საზოგადოება; დირექტორთა საბჭოს წევრი, AOECS – ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაცია.

მარიამ ღუღუნიშვილი – პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული აკადემიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

ანა პონომარევა - ბიზნეს დეველოპმენტი და მარკეტინგი, West Medica.

ქეთი ტაბატაძე - საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი

კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და ეროვნულ აკადემიურ-სამეცნიერო წრეებს, ცელიაკიის ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მართვის თანამედროვე სტრატეგიების გარშემო.

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, მაგალითისთვის, ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის.

,,სცეა" 3 წლის წინ დაფუძნდა ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ და წარმატებით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიების სპონსორები და მხარდამჭერები:

Main Partner : Schär

General sponsor : Alliance Group

Premium Healthcare Partner: Human Diagnostic Georgia • ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია

Medical and Academic Partner: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი - Center of Allergy & Immunology

Medical and Research Partner: მრჩეველი - Mrcheveli - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი

Gold sponsor: Primax - Primax - პრაიმაქსი

Silver sponsor: ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy

Sponsor: ჯორჯიტა • Georgita

Sponsor: Snacky - Peanut Butter Snacky - Peanut Butter • სნექი - მიწისთხილის კარაქი

Participant: მილინ პარასი / Myllyn Paras

Participant: PLG • Prime Line Group

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!