Garden Hills – ახალი უბანი ძველ თბილისში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღეს, როცა ქალაქები უწყვეტად ფართოვდება და თანამედროვე ცხოვრების ტემპი სულ უფრო სწრაფი ხდება, საცხოვრებელი სივრცეების კონცეფციაც იცვლება. თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსები უნდა პასუხობდნენ როგორც ურბანული განვითარების სტანდარტებს, ისე თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახალ პროექტს ეხება. ასეთ დროს დიდ მნიშვნელობას იძენს ბალანსი: დეველოპერმა უნდა შეინარჩუნოს ურბანული სივრცის ავთენტურობა და, ამავდროულად, შექმნას ყველა პირობა სრული კომფორტისთვის.

Garden Hills-ი დეველოპერული კომპანია "ალფა ფროფერთის" პროექტია, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილში, ჩუღურეთში გულისხმობს უბნის ტიპის დასახლების შექმნას. ეს უბანი ძველი თბილისის ხასიათს და ურბანული განვითარების დინამიკას გააერთიანებს.

პროექტის შესახებ Entrepreneur "გარდენ ჰილსის" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, სალომე მდინარაძეს ესაუბრა:

"ამ პროექტით ვქმნით ახალ უბანს ძველ თბილისში. ეს არის უბანი, სადაც შენარჩუნებული იქნება ისტორიული თბილისის ხასიათი, თუმცა, ამავდროულად, ყველაფერია, რაც თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს სჭირდება. მთავარი აქცენტი დაბალი ინტენსივობის განაშენიანებაზე გავაკეთეთ, რითაც შევეცადეთ, ძველი თბილისის ავთენტური იერსახე და გარემო შეგვენარჩუნებინა. შესაბამისად, კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ბლოკი მხოლოდ 5-სართულიანია".

Garden Hills-ი მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც შვიდ საცხოვრებელ და ერთ ცალკე მდგომ კომერციული დანიშნულების ბლოკს მოიცავს. აქ მცხოვრებლებს დახვდებათ ყოველდღიური კომფორტი, ფუნქციურად გააზრებული სივრცეები და ხარისხიანი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეკრეაციულ ზონებს, რომლებიც ახალი უბნის დაპროექტებისას ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრა. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ კომპლექსის მცხოვრებლებისთვის თბილისის უნიკალური ხედები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იქნება.

რამდენადაც თბილისის ურბანული განვითარება აქტიურ ფაზაშია, ეკოლოგიური ფაქტორი, ბუნებასთან შერწყმული საცხოვრებელი გარემო გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ოდესმე. ქალაქის მჭიდრო განაშენიანების ფონზე, მწვანე სივრცეები მშვიდი, ჯანსაღი და მყუდრო საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მახასიათებელია. Garden Hills-ის კონცეფციაში ეკოლოგიური კომპონენტი თავიდანვე პრიორიტეტად განისაზღვრა.

"30 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე გაშენებული ახალი უბნის მნიშვნელოვანი ნაწილი მწვანე სივრცეებს ეთმობა. ეს ნიშნავს, რომ Garden Hills-ის მცხოვრებლებს აქვთ ოთხივე სეზონზე გათვლილი მცენარეებით სავსე ეზოები და დასასვენებელი სივრცეები, სადაც დღის სასიამოვნოდ გატარება ქალაქიდან გასვლის გარეშეც შეუძლიათ. შევქმენით გარემო, სადაც შესაძლებელია პიკნიკის მოწყობა საკუთარ ეზოში, ველოსიპედით გასეირნება ან სპორტული აქტივობებით დაკავება ისე, რომ კომფორტი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცეს", – აღნიშნავს სალომე მდინარაძე.

მშენებლობის სექტორში ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა საცხოვრებელი კომპლექსებისთვის მხოლოდ ტრენდული მიდგომა აღარ არის – ეს უკვე აუცილებლობაა, რაც არა მხოლოდ გარემოზე ზრუნვას, არამედ მცხოვრებლების ყოველდღიური კომფორტის შექმნასაც გულისხმობს. Garden Hills-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ენერგოეფექტურობას და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალების გამოყენებას.

"თანამედროვე ურბანულ სამყაროში წარმოუდგენელია კომფორტის მაღალი სტანდარტის მიღწევა, თუ ყურადღებას არ მიაქცევ შენობების ენერგოეფექტურობას და სამშენებლო მასალების ხარისხს. სწორედ ამ მიმართულებით ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ თითოეული საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობაში გამოვიყენოთ ენერგოეფექტური, მაღალი ხარისხის მასალა. ეს ჩვენს მცხოვრებლებს აძლევთ შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ, შეამცირონ კომუნალური ხარჯები, ხოლო მეორე მხრივ, საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში", – განმარტავს Garden Hills-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

როგორც სალომე მდინარაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში გვიყვება, კომპლექსი თავისი განაშენიანებით, მდებარეობითა და ინფრასტრუქტურით ინვესტიციისათვისაც მიმზიდველია. უბანი ასევე საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისით, შესაბამისად, Garden Hills-ში ბინის შეძენა და შემდეგ მისი გაქირავება მზარდი შემოსავლის მიღების რეალური შესაძლებლობაა.

Garden Hills-ის პროექტი თავიდანვე ისე იყო დაგეგმილი, რომ სხვადასხვა თაობისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო შეექმნათ.

სალომე მდინარაძე:

"ჩვენი კომპლექსი სრულად ერგება ყველა ასაკის ადამიანის მოთხოვნას. პროექტი იდეალურია ოჯახებისთვის მცირეწლოვანი ბავშვებით. სწორედ ამ მიზნით კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა 1000 კვადრატული მეტრის ფართობის საბავშვო მოედანი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, ჩვენი დამატებითი უპირატესობაა საბავშვო ბაღი, რომელიც კომპლექსის მიმდებარედ იფუნქციონირებს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ეზო მთლიანად იზოლირებულია, ტერიტორიაზე კი 24/7 რეჟიმში იმუშავებს დაცვა და ვიდეომონიტორინგი. ვინაიდან Garden Hills-ი ახალი ტიპის უბნის დასახლებაა, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება სუპერმარკეტი, კაფე და აფთიაქი, რაც მცხოვრებლებს საშუალებას მისცემს, ყოველდღიურ საჭიროებებსა და სერვისებზე ერთ სივრცეში მიიღონ წვდომა".

პროექტის პირველ ოთხ ბლოკში სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს ბინების გადაცემის პროცესი. სხვა დარჩენილ ბლოკებში უწყვეტი სამშენებლო პროცესი გრძელდება იმისთვის, რომ მობინადრეებს ბინები დათქმულ ვადებში ჩაჰბარდეთ.

ამ ეტაპზე Garden Hills-ში სააღდგომო ინდივიდუალური შეთავაზებები მოქმედებს.

რაც შეეხება გადახდის პირობებს, როგორც სალომე მდინარაძე გვიყვება, შეთავაზების ფარგლებში, ბინის შეძენა შესაძლებელია წინასწარი შენატანის გარეშე, შიდა 0%-იანი განვადებით. ამ სქემის მიხედვით, მყიდველი მშენებლობის დასრულებამდე იხდის ღირებულების მხოლოდ 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას – დასრულების შემდეგ.

"თუ ბინის შეძენას კომპანიის პარტნიორი ბანკის იპოთეკური სესხით ან ერთიანი გადახდის პირობებით, დამატებით 10%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ", – განმარტავს სალომე მდინარაძე.

Garden Hills-ი სწორედ ის პროექტია, რომელიც ქმნის თანამედროვე გარემოში ცხოვრების შესაძლებლობას ისე, რომ ურბანულ ქაოსს ავარიდოთ თავი. ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი თბილისში ცხოვრების ახალ, მიმზიდველ შესაძლებლობას ქმნის.